რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს დასავლური მედია ეხმაურება

21 ივნისი 2019, 12:45 1753 ნახვა

CNN, BBC, Euronews, Reuters და Aljazeera- რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს დასავლური მედია ეხმაურება. ,, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის გამოჩენა ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების მიზეზი ხდება" წერს BBC. პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილი ათასობით ადამიანების შესახებ წერს CNN, პუბლიკაციაში დაშავებულების დიდი რაოდენობის შესახებ არის საუბარი.

ევრონიუსი კი აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ შეტაკებებზე, ასევე პოლიციის მიერ შეკრებილების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალაზე წერს. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები მოხვდა „დოიჩე ველეს“ ყურადღების ცენტრში.  ,, პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი“-ასე ეხმაურება  ტელეკომპანია  20 ივნისის ღამეს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი