პრეს-ტური ყაზახი ჟურნალისტებისთვის

23 აგვისტო 2016, 00:00 2964 ნახვა

ყაზახი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში. ისინი რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამი დღის განმავლობაში გაეცნობიან. ჟურნალისტებისთვის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია მოეწყო, მოგვიანებით კი ყაზახეთის ნაციონალური ტელევიზიისა და ვებპორტალების ჟურნალისტებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე მოინახულეს. პრესტურის ფარგლებში ისინი ასევე ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ქართულ ფოლკლორს გაეცნობიან. პრესტური ყაზახი ჟურნალისტებისთვის წელს მეორედ გაიმართა. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი