ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილი სამი თვით ჩაიკეტა

19 ივნისი 2019, 21:05 1137 ნახვა

ტურისტულ სეზონზე, ბათუმში კიდევ ერთი ქუჩა ჩაიკეტა ბათუმში, დაახლოებით სამი თვით. ბათუმის მერიამ დღეს, გორგილაძის ქუჩა გახსნა და ტბელ აბუსერიძისა და გორგასლის ქუჩებს შორის არსებული 300 მეტრიანი მონაკვეთი ჩაკეტა. ტერიტორიაზე ამკრძალავი ნიშნები და რკინის ჯებირებია დამონტაჟებული, მუშაობს ტექნიკა. აქ ჯავახიშვილის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი რომელიც გასულ წელს დაწყო, 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მერიაში ამბობენ, რომ პარალელურად წყალარინების სამომხმარებლო ქსელს აწესრიგებენ, რომელიც ამორტიზებული იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში