თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

19 ივნისი 2019, 18:46 7579 ნახვა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება.

საქართველოს მოქალაქე  ქალაქ რიზეში სამუშაოდ იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით იგი თბილისიდან თურქეთში, სეზონური  დასაქმების მიზნით, ჩაის საკრეფად ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში მას რიზეს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ცხედარი ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით საქართველოში დღეს გადმოასვენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში