სმენის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სთეფ ფორვარდი „ მუსიკათერაპიის სეანსებს ატარებს. მუსიკის თერაპიის ნორდოფ -რობინსის მეთოდი ორიენტირებულია სმენადაქვეითებულ ბავშვებში მეტყველების, ქცევისა და სხვადასხვა უნარის განვითარებაზე.
სეანსის პროცესში თერაპევტთან ერთად, ბავშვი სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის და სპონტანურად ქმნის მუსიკას. ინდივიდუალური და ჯგუფური სეანსები 20 ბავშვს 2 დღის განმავლობაში გერმანიიდან მოწვეულმა ფსიქოთერაპევტმა ჩაუტარა. მუსიკათერაპიის სეანსებზე გადამზადებას ორგანიზაციის სპეციალისტიც გაივლის, რის შემდეგაც სეანსები კვლავ დაიგეგმება.