სახელმწიფო დეპარტამენტი ლგბტ თემის მიმართ მუქარებით შეშფოთებულია

18 ივნისი 2019, 12:12 1188 ნახვა

აშშ-ის სენატმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტი   გამოაქვეყნა. 2019 წლის ტექსტისგან განსხვავებით, 2020 წლის კანონპროექტში აშშ-საქართველოს თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეთმობა, რაც საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მიანიშნებს, –ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ს მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება. უწყების ცნობით, კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით სენატის მტკიცე პოზიციას, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველოს ისე ალიანსისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში