გილოცავთ დავითობას, დავით აღმაშენებელი საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლოა - პრემიერი

08 თებერვალი 2025, 11:51 114 ნახვა

მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის თქმით, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო.

„მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, დავითობა, დავით აღმაშენებელი არის საქართველოს გაბრწყინების, გაერთიანების და გამთლიანების სიმბოლო, ყველას მინდა გისურვოთ ჩვენი სამშობლოს გაბრწყინება, გაერთიანება და გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში