თეთნულდის მთიდან ტურისტი გადავარდა და დაიღუპა 

17 ივნისი 2019, 16:44 1887 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტი, რომელიც თეთნულდის მთიდან გადავარდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. სლოვაკეთის მოქალაქე მესტიაში გადაასვენეს.

უწყების ცნობით, დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან სამაშველო სამსახური მუდმივ კავშირზეა.  

''შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, თეთნულდის მთაზე 4 კაციანი ტურისტული ჯგუფიდან ერთ-ერთი, სლოვაკეთის მოქალაქე გადავარდა და დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების მაშველები გავიდნენ'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვიდეოს ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში