Adobe Photoshop-მა დამუშავებული ფოტოების ამოსაცნობად ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რადგან აღნიშნული პროგრამით რედაქტირებული ფოტო იმდენად კარგია, რომ რეალობისგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელია.
ახალი ფუნქცია 99% - იანი სიზუსტით იმუშავებს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დამუშავებული ფოტოს ორიგინალური ვერსია ნახონ.
სიახლის მიზანია სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი და რედაქტირებული ფოტოებისგან საზოგადოება დაიცვას.