რისთვის დაიმსახურეს ორდენი? - პროკურატურა განმარტებებს აკეთებს

14 ივნისი 2019, 16:51 2286 ნახვა

საქართველოს მთავარი პროკურატურა   30 მაისს  4  პროკურორისთვის  ღირსების ორდენის გადაცემის თაობაზე განმარტებას აკეთებს.   უწყების  მიერ  გავრცელებულ განცხადებაში დეტალურადაა  საუბარი საქმეებზე, რომელთა  გამოც პროკურორები დააჯილდოვეს.

განცხადებაში სხვა პროკურორებთან ერთად,  საუბარია ფრიდონ ქარცივაძეზეც.

„ფრიდონ ქარცივაძის ხელმძღვანელობით 2018 - 2019 წლებში ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე 20-მდე სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის აღსანიშნავია ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდობის საქმეებზე 12 პირის მიმართ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა.  სახელმწიფო ბრალდების ეფექტური მხარდაჭერის შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლოში სამ სისხლის სამართლის საქმეზე ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის ხელშეწყობის ბრალდებით თორმეტივე  პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები.  ასევე, პოლიციელზე თავდასხმისა და მისი სიცოცხლის მოსპობაში ბრალდებულს განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა,“- ამბობენ პროკურატურაში.. 

30 მაისს საქართველოს  პრეზიდენტმა, გენერალური  პროკურორის წარდგინებით, 2018-2019 წლებში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის  პროკურორები  დააჯილდოვა. ღირსების ორდენები გადაეცათ გიორგი გოგაძეს, ნინო აღლემაშვილს,  რევაზ ბაღაშვილს და ფრიდონ ქარცივაძეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში