სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები წარადგინა

06 დეკემბერი 2023, 11:37 671 ნახვა

შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღების, აგრეთვე ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობისა და წესების შესახებ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პრეზენტაცია და განხილვა გამართა. უწყების ინფორმაციით, რეკომენდაცია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ექსპერტის მონაწილეობით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომებითა და პრინციპებით შემუშავდა. მეორე სახელმძღვანელო დოკუმენტი კი სამართალდამცველების მიერ ხელბორკილების გამოყენების მიზანშეწონილობასა და წესებს განსაზღვრავს და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავდა. საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების შემდეგ ორივე დოკუმენტს სამსახურის უფროსი დაამტკიცებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში