ჩვენი წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებულების სანახავად მიდიან - სახალხო დამცველი

12 იანვარი 2025, 02:24 136 ნახვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, ომბუდსმენის წარმომადგენლები თბილისსა და ბათუმში დაკავებული პირების სანახავად მიემართებიან.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს, არ შეზღუდონ პროტესტის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

"სახალხო დამცველი შეისწავლის სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს და მოახდენს კანონშესაბამის რეაგირებას.



დაკავებული და დაშავებული პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის" – ნათქვამია განცხადებაში.

11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა.

დაკავებული 13 აქტივისტიდან 4-მა განყოფილება, ხელწერილის საფუძველზე დატოვა, თუმცა, "ბათუმელების" დირექტორი, მზია ამაღლობელი გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს. 

პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ, თათია აბულაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში