სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული ათი მოქალაქე მოინახულეს

12 იანვარი 2025, 13:55 114 ნახვა

11-12 იანვრის ღამეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისსა და ბათუმში დაკავებული ათი მოქალაქე მოინახულეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი და დაკავების დროს დაშავებული შშმ პირთა უფლებადამცველი, გია ჯვარშეიშვილი, – ამის შესახებ ინფორმაციაs სახალხო დამცველი აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, დაკავებულთაგან ხუთი პირი პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს.

„მაგალითად, ერთ-ერთის განცხადებით, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის შედეგად გულმკერდისა და თავის არეში ტკივილები აქვს, აღენიშნება ასევე, ნაკაწრები ხელებზე.

 

სამი მათგანის სურვილია დაიწყოს გამოძიება, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა უკვე აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.

 

დაკავებულების უმეტესობა მიუთითებს, რომ პოლიციელებმა არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და უფლებები. ოთხი დაკავებული პოლიციის მხრიდან არაეთიკურ მიმართვასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც მიუთითებს.

 

სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს დაკავებულების მონახულების პროცესს და საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში