აფეთქება ტანკერზე - გემზე მყოფი საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა

13 ივნისი 2019, 17:51 10437 ნახვა

ომანის ყურეში ორ ტანკერზე აფეთქება მოხდა. საქართველოს ერთი, რუსეთის 11 და ამდენივე ფილიპინების მოქალაქე იმყოფებოდა  ტანკერ ფრონტ ალტერის ბორტზე. ირანული და არაბული მედიების ინფორმაციით,  ამის შესახებ  გემთმფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა პეტ ადამსონმა განაცხადა.  მისი თქმით, ყველა მეზღვაური ევაკუირებულია და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

მანამდე  მედიასაშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს ომანის ყურეში ორ ნავთობტანკერზე თავდასხმისას მომხდარი ორი აფეთქების შესახებ.  ერთი ტანკერი ნორვეგიის, მეორე კი პანამის დროშის ქვეშ ცურავდა.  
 

ირანული სააგენტო ირნას ცნობით, ომანის ყურეში თავდასხმის შემდეგ ირანულმა მხარემ ნავთობტანკერებიდან 44 მეზღვაური გადაარჩინა და ნაპირზე გაიყვანა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ საქართველოს მოქალაქე უსაფრთხოდაა. თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურის დამსაქმებელ კომპანიასთან, ასევე ოჯახთან უწყებას მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი