Facebook-ს ვაკანსიები აქვს - ბოტების წინააღმდეგ არმია იქმნება

13 ივნისი 2019, 17:39 4919 ნახვა

ვაკანსიები სოციალურმა გიგანტმა ლონდონში გამოაცხადა.  Facebook-ის ახალი გამოწვევა ლონდონში საინჟინრო ცენტრს გახსნაა, სადაც ყალბი ექაუნთების წინააღმდეგ იმუშავებენ.

კომპანიაში განაცხადეს, რომ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ აქტიურად დააყენა დღის წესრიგში საკითხი, რომელიც სოციალურ ქსელებში უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ამიტომ, Facebook-მა მიიღო გადაწყვეტილება და დამატებით 500 თანამშრომელს დაიქირავებს, რომლებიც იმუშვებენ "ხელოვნური ინტელექტის" შექნაზე.

კომპანიის გათვლით,ახალი სისტემა შეეცდება ამოიცნოს ყალბი ექაუნთები, რაც უმთავრესი გამოწვევაა დღეს სოციალური ქსელისთვის. ასევე, ამ სისტემით შეეცდებიან იპოვონ ფულის გამომძალველები ან საზიანო პროდუქციის გამყიდველები, ასევე დაიცვან ფბ-მომხმარებლები სპამებისგან და უზრუნველყონ პირადი უსაფრთხოება.  

კომპანიამ 2018 წლის ოქტომბრიდან, 2019 წლის მარტის ჩათვლით, 3 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა, ანუ ე.წ. ბოტი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი