მეხანძრე-მაშველებმა გადამზადება გაიარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე სპეციალური სწავლება მიმდინარეობს, რომელსაც ავსტრიული კომპანიის ინსტრუქტორი ატარებს.
მეხანძრე-მაშველები ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანის მართვა-გამოყენებას და მასთან მუშაობის სპეციფიკას სწავლობენ.