ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული, ტურიზმის ოსკარი ბათუმშია. დელეგაციის წევრებმა იგი ბათუმის აეროპორტში გვიან ღამით ჩამოიტანეს. გაიმართა დახვედრის ცერემონიალი. ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული 9 ივნისს მოიპოვა.
დაჯილდოვების ცერემონიალი პორტუგალიაში, მადეირაში გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "World Travel Awards"-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება.