ბევრი ჰაერი, ხოხვა და არავითარი გაჯეტი - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია   

10 ივნისი 2019, 11:06 3646 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად ფიზიკური აქტივობის დანაკლისი ხუთ მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.

ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ეკრანებტან და არ არიან ფიზიკურად აქტიურები. თანამედროვე ბავშვებში, უმოძრაობისა და გაჯეტებით გართობის ჩვევა ადრეულ ასაკში ჩნდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

განვითარების სხვადსხვა ეტაპზე ექსპერტები მშობლებს განსხვავებულ რჩევებს აძლევენ. ერთ წლამდე ასაკი ბავშვებისთვის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, აიპადების, პლანშეტების ეკრანის ყურება კატეგორიულად დაუშვებელია. შემდეგ ასაკში კი რეკომენდებული არ არის. 

გაეცანით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ რჩევებს:


ერთ წლამდე ბავშვები:
    დღეში არა ნაკლებ 30 წუთისა უნდა იხოხონ;
    მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
    ნებისმიერი გაჯეტის ეკრანის ყურება დაუშვებელია;
    ასაკის მიხედვით დღეში 12-16-დან 14-17 საათამდე უნდა ეძინოთ.

ერთიდან ორ წლამდე ბავშვები:


    დღეში ფიზიკურად აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ, რაც მეტი, მით უკეთესი.
    მოძრაობაში არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი (მჭიდროდ შეფუთვა, საკვებ სკამზე ან დედის ზურგზე);
•    ერთი წლის ასაკის ბავშვებისთვის ნებისმიერ გაჯეტთან ჯდომა სულაც არ არის რეკომენდირებული, ხოლო მათ, ვისაც ორი წელი უკვე შეუსრულდა, დღეში ეკრანთან არაუმეტეს ერთი საათის გატარება შეუძლიათ;
•    დღეში ჯამში 11-14 საათი უნდა ეძინოთ.


სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვები:


    დღეში აქტიურნი არანაკლებ სამი საათისა უნდა იყვნენ. ამასთანავე სულ მცირე ერთი საათი განსაკუთრებულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა დაეთმოს;
•    სხვადასხვა გაჯეტის ეკრანთან დღეში არაუმეტეს ერთი საათის გატარება არის დასაშვები;
    დღეში საერთო ჯამში 10-13 საათი უნდა ეძინოთ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები წიგნის კითხვის ან სამაგიდო თამაშებისთვის განკუთვნილი დროის შემცირებას არ გვირჩევენ. მათი აზრით მსგავსი აქტივობები ბავშვის სწორი განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში