სოციალური ქსელები და მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსების რისკები - ამ თემებზე სტუდენტებსა და მოსწავლეებთან საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. სემინარის თემები ასევე ე.წ „ციფრული ანაბეჭდი“, მეწარმეობა -დასაქმება და ემოციური ინტელექტი იყო.
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების, საქართველოს მონაწილეთა ასოციაციამ ახალგაზრდებს აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროგრამები გააცნო, რომელთა მეშვეობით საზღვარგარეთ წასვლა და განათლების მიღებაა შესაძლებელი. შეხვედრები ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართა , ბათუმის შემდეგ კი, ჩოხატაურში ჩატარდება.