იცით ვინ არის "რემენა" და "რიჟა" ქალბატონო ნათია? - გიგა ბოკრია მინისტრს პარლამენტში

07 ივნისი 2019, 14:43 2611 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენდნენ.  კითხვა პასუხის რეჟიმში, "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ კითხვების დასმისთვის განკუთვნილი ხუთი წუთი, გადაწყვიტა მინისტრთან დიალოგში დაეხარჯა და ჭიათურაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. 

გიგა ბოკერია - "ადევნებდით თუ არა თვალს ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ქალბატონო ნათა? იცით თუ არა ვინაა "რემენა"? ტელევიზორით არ უყურებდით "რემენას", თუ როგორ გყავდა გვერდით მაღაროელები? მოდიხართ და სადღეგრძელოებით ლაპარაკობთ აქ და პასუხებს არ სცემთ შეკითხვებს"  - უთხრა მინისტრს დეპუტატმა. 

ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დეპუტატს უთხრა, რომ მზადაა მისგან გაიგოს ვინაა რემენა და რიჟა.  "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ ეს ადამიანები, ქურდული მენტალიტეტის მქონე პირები არიან და ისინი ქუჩურ გარჩევებს აწყობდნენ ჭიათურაში მაღაროელების წინააღმდეგ.    

გიგა ბოკერიას კითხვები გააპროტესტეს დეპუტატებმა უმრავლესობიდან. უმრავლესობის წევრებმა. ჩათვალეს, რომ მინისტრთან ამ ტიპის კითხვები დასმა,  უფრო დაკითხვას ჰგავდა.  

"ბატონებო, აღშფოთებული სახეები დაფიქსირებულია, ეთერში მოხვდა, შეგვიძლია სამუშაო ვითარებას დავუბრუნდეთ" - განაცხადა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი