სოფლების გაზიფიცირებას მოქალაქეები აქციებით და ხელმოწერებით ითხოვენ

05 ივნისი 2019, 12:24 1814 ნახვა

ყოროლისთავისა და აგარის მცხოვრებლები სოფლებში ბუნებრივი აირის შეყვანას ითხოვენ და საპროტესტო აქციას მართავენ.  ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

აქციის მონაწილეებმა, დღეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ ორთაბათუმის თემში შემავალ ყველა სოფელში გაზი შეიყვანეს. გამონაკლისი მხოლოდ აგარა და ყოროლისთავია.

მოქალაქეები ყვებიან, რომ გაზიფიცირების პროცესი 2017 წლამდე მიმდინარეობდა, ორი წელია შეჩერებულია.

ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართავენ და წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვენ. აქციაზე თქვეს, რომ რეგიონის ხელისუფლება მათ ყველა სოფლის გაზიფიცირებას დაჰპირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი თემაზე მუშაობას განაგრძობს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი