მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაული მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ჯუმა მეჩეთში მივიდა. „ჩვენ ვართ ის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ზეიმობენ, დღევანდელ მსოფლიოში ეს მართლაც აღსანიშნავია“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.