თბილისის საქალაქო სასამართლომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ზაზა სურმავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე დაკავებულისთვის 3 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სურმავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარების და დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ფაქტზე დააკავა.