მამუკა ბახტაძემ პარლამენტს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს

03 ივნისი 2019, 12:21 1156 ნახვა

პირველი  წლიური  ანგარიშით   ივნისის ბოლოს  წარსდგება პრემიერ-მინისტრი დეპუტატების წინაშე. საკანონმდებლო ორგანოში  წლიური მოხსენების წარდგენა მამუკა ბახტაძეს  ახალი რეგლამენტით  ევალება.  პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მამუკა ბახტაძის  წერილობითი ფორმით უკვე შევიდა. 212-გვერდიან  დოკუმენტში,  საუბარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე.

ასევე, ეკონომიკურ პროცესებზე, განათლების სფეროსა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ რეფორმებზე.  მოხსენებით გამოსვლის დროსა და ფორმატს, რეგლამენტის თანახმად, დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს, მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენების დასრულების შემდეგ კი პოლიტიკური დებატები გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში