ბლექსი არენას პროექტირების პერიოდში გადაწყდა საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ სასეირნო ბილიკებისა და განათების მოწყობა. მოგვიანებით კი გაჩნდა იდეა - შექმნილიყო პარკი, სადაც თავს მოიყრიდა ქართული და მსოფლიო მუსიკის მოღვაწეთა სკულპტურები. დღეიდან ბლექსი არენას სტუმრებს ამ სკულპტურების ნახვის ნახვის საშუალება მიეცემათ. ქანდაკებებთან მიახლოვებისტანავე, იქვე დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით ირთვება კონკრეტული კომპოზიტორის თუ მომღერლის ცნობილი მელოდია. უკვე დამონტაჟებულია 23 სკულპტურა. ,, ფონდი ქართუს’’ გადაწყვეტილებით ,,მუსიკოსთა პარკი’’ საჩუქრად გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს.