საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს

01 ივნისი 2019, 13:00 960 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანაში  ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელ კაბადოკიელ ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს.

მოციქულთა სწორი ქალწული საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა.წმიდანის ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტზე მეფე მირიანი და დედოფალ ნანა იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი