Google-ის აპლიკაციებით მარიხუანა აღარ გაიყიდება

30 მაისი 2019, 13:14 1823 ნახვა

Google-მა აკრძალა აპლიკაციები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები მარიხუანას ყიდულობდნენ ან ყიდდნენ. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ არა აქვთ სურვილი, გაყიდვების არალეგალური ბაზრის განვითარებას ხელი შეუწყონ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოზარდების მშობლების საჩივრების საფუძველზე, ყველა აპლიკაცია 30 დღეში წაიშლება.

„Google-ის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები ვართ, ვიმედოვნებთ, რომ Apple-ი და Facebook-ი საბოლოოდ სწორად მოიქცევიან“ - განაცხადეს იმ პროგრამების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტერნეტსივრცეში მარიხუანას რეალიზებას, ამ ფორმით ეწეოდნენ.  

 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი