სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო, აღდგენა სამართლიანი - კანდელაკი

28 მაისი 2019, 18:44 2078 ნახვა

''ევროპული საქართველოს'' წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა უსამართლო იყო, შესაბამისად, დღეს მისთვის მოქალაქეობის დაბრუნება არის სამართლიანი. 

„ევროპული საქართველო“ არასდროს ჩარეულა უკრაინის შიდა პოლიტიკაში. მიგვაჩნია, რომ საქართველო და უკრაინა გამოდიოდნენ ერთობლივი ფრონტით საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციისთვის, ნატო-ში და ევროკავშირში მალე გაწევრიანებისთვის. ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო უსამართლო და შესაბამისად, მოქალაქეობის აღდგენა არის სამართლიანი, დადებითი ნაბიჯი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის მხრიდან“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი კანდელაკმა.

''ევროპული საქართველოს'' წევრმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ''მეტს ვერაფერს იტყვის''. 

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესისი ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში