,, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში“ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პატრიარქს ეკუთვნის.
,,პროვოკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!“- აცხადებს ილია მეორე და მიმართავს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ დაიწყოს ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რადგან ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს. დიალოგის რეჟიმში ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს ეკლესიაც.