აჭარის მაუწყებლის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა 

27 მაისი 2019, 16:39 3222 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობისთვის გამოცხადებულ კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა.  გიორგი წულაიამ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა, რის გამოც მას უარი უთხრეს. 

განცხადებების გადარჩევა დღეს, 27 მაისს, დასრულდა. დარჩენილ 8 კანდიდატთან გასაუბრება 30 და 31 მაისს გაიმართება. 

''9 დაინტერესებული პირი იყო, რომელსაც მაუწყებლის დირექტორობა სურდა. მხოლოდ ერთს ეთქვა უარი, არ დადგინდა მისი ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. საბჭომ კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება რომ მხოლოდ 8 კანდიდატი დარეგისტრირებულიყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ 30 და 31 მაისს გასაუბრება გაიმართება. კანდიდატების მოსაზრებებს და მაუწყებლის განვითარების კონცეფციას მოვისმენთ. გვექნება კითხვებიც'' - განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილმა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი ხელმძღვანელი 31 მაისს ეყოლება. მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 19:00 საათზეა ჩანიშნული,  სადაც დირექტორის პოზიციაზე კანდიდატებს კენჭს უყრიან. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის პოზიცია ვაკანტური 2019 წლის 19 აპრილს გახდა. მას შემდეგ, რაც მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან ოთხმა, მოქმედ ხელმძღვანელს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

ნათია კაპანაძე გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.  

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი