''ქართული ოცნების'' ''ძველმა გვარდიამ'' ახალი პარტია შექმნა

27 მაისი 2019, 12:06 1911 ნახვა

''სამართლიანობისთვი'' - ასე დაარქვეს ახალ პარტიას ''ქართული ოცნებიდან'' წასულმა დეპუტატებმა. ეკა ბესელიამ ყოფილ თანაპარტიელებთან - გედევან ფოფხაძესთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად პარტია დააარსა. 

საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატები, სამომავლო გეგმების შესახებ, საქართველოს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საუბრობენ. 

დაპირისპირება ''ქართულ ოცნებაში'' მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკა ბესელიამ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სია გააპროტესტეს. 

დეპუტატმა პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა მიმდინარე წლის 22 თებერვალს დატოვა.

„მივდივარ იქ, სადაც არის საზოგადოება“, – თქვა მაშინ დეპუტატმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში