მდინარეში ჩავარდნილ 16 წლის გოგოს მყვინთავები ეძებენ

27 მაისი 2019, 10:33 2351 ნახვა

მაშველები ამ დრომდე ეძებენ 16 წლის გოგონას, რომელიც გუშინ ლაგოდეხში, ნინოსხევის ჩანჩქერთან წყალში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, რომ დღეს დილიდან სამძებრო სამუშაოებში მყვინთავებიც ჩაერთვნენ.

გაუჩინარებული გოგოს პოვნა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება. 

მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი