საქართველო მილოცვებს იღებს

26 მაისი 2019, 11:49 1198 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო ქვეყნების ლიდერები ულოცავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე მიულოცა. „საქართველოს ყოველთვის ეკავება განსაკუთრებული ადგილი ჩვენს გულებში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა თქვენთან ერთად ზეიმობს!“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადება ლატვიის საგარეო უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

გულწრფელად ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს მეგობრებს საქართველოში“, – აღნიშნულია მილოცვაში. „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას“ - წერს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე. ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მილოცვა „ფეისბუკის“ გვერდზე გავრცელდა.

„გიხაროდენ დიდო ილიავ, შენი ოცნება აღსრულდა!“ ილია ჭავჭავაძის საფლავთან ეს სიტყვები 1918 წლის 26 მაისს ვლასა მგელაძის თაოსნობით შეკრებილმა საზოგადოებამ წარმოთქვა. მათვე საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმოდ მთაწმინდის სამრეკლოდან დიდების ზარები დარეკეს. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, საქართველო!“,- აღნიშნულია მილოცვაში. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში. კარლ ჰარცელი თბილისში იმ ადგილს ეწვია, სადაც დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს. 26 მაისს საქართველოს, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროც ულოცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში