იმუნოთერაპია, იმუნოპათოლოგიები და იმუნოდეფიციტი ამ თემებს მოიცავდა, ბათუმში გამართული სამედიცინო კონფერენცია. საუბარი შეეხო სქესობრივად გადამდებ დაავადებებს, მშობიარობის წინა პერიოდის დიაგნოსტიკას და არაინვაზიურ სამედიცინო პროცედურებს.
მედიკოსები ასევე გაეცნენ თანამედროვე მკურნალობის მეთოდებს და ისაუბრეს მიღწევებზე, რომელიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. პროექტის ორგანიზატორების თქმით კავკასიის რეგიონში მკვეთრადაა გაზრდილი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.