გველების საწინააღმდეგოდ შეწამვლითი სამუშაოები გამოძახების შემთხვევაში ტარდება

20 მაისი 2019, 15:34 1423 ნახვა

ბათუმში ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ შეწამვლა  მხოლოდ გამოძახების შემთხვევაში ხდება. მერიის სანდასუფთავების სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაზრდილია გველების დაფიქსირების შემთხვევები და მოქალაქეები მერიას თითქმის ყოველდღიურად მიმართავენ. ბათუმის მერიის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა ქალაქში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. თუმცა სამუშაოები მხოლოდ  კოღოებისა და ტარაკნების საწინააღმდეგოდ ტარდება. 

მრავალსართულიანი ბინების, იტალიური ეზოებისა და კერძო სახლების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდება ნაგავშემკრები კონტეინერებიცდერატიზაციისა და დეზინსექციის სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 369 ათასი ლარია გამოყოფილი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი