''ნუ მოჭრი ბზას'' - საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ

18 აპრილი 2016, 00:00 5257 ნახვა

"ნუ მოჭრი ბზას"-საპატრიარქო და გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებენ, მცენარე სახლის პირობებში გაახარონ. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქოში დღეს პრესკონფერენცია გაიმართა. პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მოსახლოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ კოლხურ ბზას, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა. პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვის მინისტრმა მცენარის გადაშენებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საჯარიმო სანქციებზე ისაუბრა. ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს.

ამავე კატეგორიაში