დამწვარი მიკროავტობუსი

18 აპრილი 2016, 00:00 5154 ნახვა

შუახევში მიკროავტობუსი დაიწვა. იგი ახალდაბის საჯარო სკოლას ემსახურებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, როგორც თვითმხილველები ამბობენ მანქანას ხანძარი ელექტრო გაყვანილობის შედეგად გაუჩნდა. სოფელ ახალდაბის გზაზე შემთხვევა მაშინ მოხდა როცა სკოლის ინვენტარი გადაჰქონდათ. შემთხვევის ადგილზე შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და სამართალდამცველები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის გამოძება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ახალდაბის სკოლას დროებით სხვა მიკროავტობუსი მოემსახურება.

ამავე კატეგორიაში