ბელა ქებურიას მწერალთა სახლმა რჩეული შემოქმედის წოდება მიანიჭა

14 მაისი 2019, 18:00 1827 ნახვა

აჭარის მწერალთა სახლში პოეტ ბელა ქებურიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლექსები პოეტის შემოქმედებიდან,  შეასრულეს პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც.

მწერალთა სახლმა პოეტს რჩეული შემოქმედის წოდება მიანიჭა.  ბელა ქებურია 10- ზე მეტი კრებულის ავტორია, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი კიდევ ერთი კრებულის გამოცემა სახელად „10 სარკმელი“.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი