13 არასმთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ნარკოპოლიტიკის სფეროს ძირეულ რეფორმამდე,გამოიყენონ ერთჯერადი ამნისტიის, ან შეწყალების მექანიზმი იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოდანაშაულზე უსამართლო ან არაპროპორციულ სასჯელს იხდიან.