ღამით დედაქალაქში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

09 მაისი 2019, 11:00 2973 ნახვა

დღეს, 9 მაისს ღამის საათებში, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ელჭექი,  ასევე სეტყვა და ძლიერი ქარი.

ძლიერმა ნალექმა, შესაძლებელია მდინარეებში წყლის დონის მკვეთრი მომატება და მეწყრული პროცესების განვითარება გამოიწვიოს.

რაც შეეხება, ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ხვალ, 10 მაისს ღამით პერიოდულად იწვიმებს, დღისით კი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე.

დღისით სანაპირო კურორტებზე ტემპერატურა +19, +21 გრადუსი იქნება, არ იწვიმებს. აჭარის მთიან ზონაში (ქედა, შუახევი, ხული) უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურა +16, +18 გრადუსი.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი