მასწავლებლებისთვის პროფესიული და საგნობრივი გამოცდის თარიღი ამ დრომდე უცნობია, რაც პედაგოგების თქმით პრობლემაა, რადგან გამოცდებისთვის სათანადო მომზადებისთვის დრო და მეტი ინფორმაცია სჭირდებათ. გამოცდების წარმატებულად ჩაბარება კი ხელფასის გაზრდას გულისხმობს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატანი ცვლილებები მზადდება, თუმცა საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ახალი ვერსიის შინაარი არ გასაჯაროვდება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით გამოცდების თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მასწავლებელთა სქემაში დაგეგმილი სიახლეების პრეზენტაცია კი მოგვიანებით იგეგმება.