პედაგოგების დაჯილდოება - მასწავლებლებს ჯილდოები ეროვნული პრემიისა და პროგრამისთვის ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გადაეცათ. პროგრამა აჭარაში მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია მასწავლებლების მხარდაჭერა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების მრავალფეროვანი ჩართულობით. "პროექტი ჩემს გაკვეთილზე" - ფარგლებში წელს 100 პედაგოგი დაფინანსდება.
კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები მიიღებენ სახელფასო დანამატს 500 ლარის ოდენობით.
ასევე დაჯილდოვდნენ მასწავლებლის ეროვნული პრემიის მქონე პედაგოგები -ბათუმის მეორე სკოლის დაწყებითი კლასების და გეოგრაფიის მასწავლებელი, ანა ანუშიძე და სოფელ ახალსოფლის სკოლის სპორტის მასწავლებელი ნანი კირკიტაძე. მათ სიგელები და 5000 ლარიანი ფულადი ჯილდო გადაეცათ.