პირველკურსელთა მიღების ცერემონია ბსუ-ში

30 სექტემბერი 2024, 11:08 480 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. დღეს გაიმართა პირველკურსელთა მიღების ცერემონია. ღონისძიებაზე დააჯილდოვეს 100-%-იანი გრანტის მქონე პირველკურსელები, ასეთი 8 სტუდენტია წელს.

ასევე სპეციალური სტიპენდიას მიიღებენ ის სტურენტებიც, რომლებმაც ერთიან ეროვნულ  გამოცდებზე პირველ ადგილზე მიუთითეს ბსუ და მაღალი ქულა მიიღეს არჩევით საგანში. წელს, უმაღლესმა სასწავლებელმა საბაკალავრო, საგამისტრო პროგრამებზე და მობილობით ჯამში 2000-მდე სტუდენტი მიიღო.

მოთხოვნად პროგრამებს შორისაა და ფსიქოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება, სამართლი და მასწავლებლი მომზადების პროგრამა.

მოქმედებს გაცვლითი პროგრამებიც. ფინეთი დაემატა ერასმუსის პროგრამის ჩამონათვალს და წელსვე ბსუ-დან კონკურსით შერჩეული რამდენიმე სტუდენტი გაემგზავრება ტამპერეს უნივერსიტეტში.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში