სილამაზის კონკურსი სკოლებში - ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი

06 მაისი 2019, 21:00 1099 ნახვა

გასული წლების მსგავსად სკოლებში კვლავ ჩნდებიან სხვადასხვა სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებს სილამაზის კონკურსში მონაწილეობას სთავაზობენ - მსოფლიო კი წლებია ებრძვის სილამაზის თავსმოხვეულ კრიტერიუმებს - უფრო მეტიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთოდ აიკრძალა 16 წლამდე მოზარდებისთვის მსგავს კონკურსებში მონაწილეობა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთ კონკურსებს დადებითი შედეგი არასდროს აქვს - გაცნობიერებული, თუ გაუცნობიერებელი ფაქტორებით კი ბავშვები ხშირად ხდებიან სუბიექტური შეფასებების მსხვერპლნი.

მთავარი პრობლემა „ლამაზად“ თუ „შეუხედავად“ მიჩნეული ბავშვების „გამარჯვების“, თუ „დამარცხების“ შემდეგ მიღებული სტრესის დაძლევაა.

სტრესი კი მაშინ იწყება, როდესაც სააგენტოს წარმომადგენლები კლასში საინფორმაციო ბუკლეტებსაც კი მხოლოდ მათთვის ''საინტერესო ბავშვებს'' ურიგებენ - ამის შესახებ ღიად საუბრობენ ფონდ „იალქანში.“

სად არის განათლების სამინისტროს როლი, ვინ არის შედეგებზე პასუხისმგებელი?

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში