ბათუმსა და თბილისში, პანკისში მიმდინარე მოვლენებს გააპროტესტებენ. აქტივისტები პანკისელების სოლიდარობის გამოსახატავად იკრიბებიან. ბათუმში აქცია საღამოს 7 საათზე, ევროპის მოედანზეა დაგეგმილი, ხოლო თბილისში აქტივისტები უკვე იკრიბებიან პარლამენტთან.
დღეს, 21 აპრილს, პანკისში დაპირისპირება მოხდა. პანკისელები ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. დღეს დილით, ხეობაში ჰესის მშენებარე კომპანიამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა, მასთან ერთად კი ხეობაში დიდი რაოდენობით სპეციალური დანიშნულების რაზმები იყვნენ მობილიზებული.
სპეცრაზმის შესვლამ ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაიწყო დაპირისპირება, მოქალაქეები ქვებითა ადა ჯოხებით იბრძოდნენ, სამართალდამცველები კი რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს.
არიან დაშავებულები და დაკავებულებიც, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დამწვარია პოლიციის მანქანა და ჰესის მშენებარე კომპანიის ტრაქტორები.