მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი ტვიტერზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს.
“ვაკვირდები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ ბრალდებებთან დაკავშირებით მოვლენების განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ მაუწყებელი გააგრძლებს შეასრულოს თავისი მნიშვნელოვანი მანდატი, ემსახუროს საზოგადოებას და მისი დამოუკიდებლობა იქნება შენარჩუნებული”, – წერს ჰარლემ დიზირი.
I follow developments surrounding a complaint against Ms. Natia Kapanadze, Director of public broadcaster Adjara TV and Radio in #Georgia. I hope that the broadcaster will continue to fulfil its important public service mandate, and that its independence will be maintained.
— OSCE media freedom (@OSCE_RFoM) April 18, 2019
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხზე მრჩეველთა საბჭო ხვალ, 19 აპრილს, 13 საათზე იმსჯელებს. ნათია კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის, 5 წევრიანი მრჩეველთა სანჭოს სამი წევრის მხარდაჭერაა საჭირო.
დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებას ორი მრჩეველი, გიგა ჩხარტიშვილი [ქართული ოცნების კვოტა] და ირაკლი დარმცელიძე [ნაციონალური მოძრაობის კვოტა] ითხოვენ. იმპიჩმენტის შესახებ განაცხადი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 11 აპრილს დარეგისტრირდა.