30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

09 აპრილი 2019, 00:00 1686 ნახვა

9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ქვეყნის მასშტაბით 1989 წელს დაღუპულებს იხსენებენ. 

ქობულეთში 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ღამით შეიკრიბნენ. 

სანთლებითა და ყვავილებით საქართველოს რუკა გამოსახეს და მემორიალთან სიმბოლურად ტიტები მიიტანეს. 

9 აპრილს დაღუპული გმირების ფოტოებთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშა და პირველი პრეზიდენტის ფოტო გამოფინეს. 

ქობულეთში ახალი მემორიალური დაფა მალე განთავსდება. მერი ამბობს, რომ ესკიზი უკვე მზად არის და ბიუჯეტში თანხაც გათვალისწინებულია. 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

 

 

ავტორი: ლევან ურუდია

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი