1937-38 წლებში დახვრეტილების დაკრძალვას სხვადასხვა რელიგიური კონფესიებიც დაესწრებიან 

08 აპრილი 2019, 00:00 1355 ნახვა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ფრიდონ ხალვაშის ქ. N 338-ში ნაპოვნ საბჭოთა რეჟიმის დროს დახვრეტილი 150-მდე ადამიანის ნეშტის დაკრძალვაზე, სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებსაც მიიწვევენ.

ამის შესახებ ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი. "21 აპრილს გაიმართება სამოქალაქო დაკრძალვა, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც". 

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს დროებით მფლობელობაში გადაცემულ ყოფილ სამხედრო ტერიტორიაზე, ნაპოვნი იყო 1937-38 წლებში, ცნობილი სტალინური რეპრესიების შედეგად, დახვრეტილი მოქალაქეთა ნეშტები, რომლებსაც პატივით 21 აპრილს დაკრძალავდნენ, პროცესში ჩართვის სურვილი მუსლიმმა სასულიერო პირებმა გამოთქვეს. პროცესში ჩართვას ითხოვდნენ, როგორც ქართველ მუსლიმთა კავშირი, ისე მოქალაქეები.  ისტორიკოსები, რომლებიც აჭარაში რეპრესირებულთა საქმეს იკვლევდნენ, ამბობენ, რომ დახვრეტილთა უმრავლესობა მუსლიმი იყო.  

სამომავლოდ სახელმწიფო გეგმავს მუზეუმის მოწყობას, სადაც გამოიფინება ფოტო და ნივთიერი მასალა. აქვე აღიმართება მემორიალი, რომელზედაც დატანილი იქნება 1937-38 წლებში ბათუმში დახვრეტილთა სახელები. სამუზეუმო კოლექციის გასამდიდრებლად მივმართავთ გარდაცვლილთა ნათესავებს თხოვნით, მოგვაწოდონ ინფორმაცია და ფოტომასალა თავიანთი დაღუპული წინაპრების შესახებ.

ამავე კატეგორიაში