მორიგი  აქცია  ჰესების    წინააღმდეგ 

06 აპრილი 2019, 00:00 1896 ნახვა

სოფელ ქედქედის მოსახლეობამ დღეს  გზა გადაკეტა. მათ ამ ფორმით მაჭახლის ხეობაში ჰესის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივებმა კომპანია „ბიჯი თრეიდის“ მიერ დაქირავებული თანამშრომლები, რომელთაც ტოპოგრაფიული კვლევები უნდა ჩაეტარებინათ ტერიტორიაზე არ შეუშვეს. ხეობის მკვიდრები ამბობენ, რომ ჰესის აშენების შემდეგ სოფელს არ ექნება წყალი, ვერ მოიყვანენ მოსავალს და არც ტურისტებისთვის იქნება მიმზიდველი.

ადგილზე იმყოფებოდნენ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა, მათ კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა ჩვენთან განმარტეს, რომ მშენებლობის ნებართვა ჯერ არ აქვთ და მხოლოდ კვლევის ჩატარება სურთად. მათ გზის გახსნა მოითხოვეს და პოლიცია გამოიძახეს, სამართალდამცავებმა კი კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვეს, რომ საკითხი ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეეთანხმებინათ. რის შემდეგაც ადგილობრივებმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი