''არა ჰესებს'' - მაჭახლის ხეობის მცხოვრებლების აქცია ბათუმში 

05 აპრილი 2019, 00:00 2726 ნახვა

"არა ჰესებს" - მაჭახელის ხეობის მცხოვრებლები ბათუმის ცენტრალურ პარკთან, კოლონადებათან შეიკრიბნენ და ხოებაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.

აქციაზე მისული მოქალაქეები მიმართვაზე აწერენ ხელს, რომელიც მაჭახლის ხეობის მკვიდრებმა საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე მოამზადეს.  ისინი მამუკა ბახტაძე სთხოვენ, რომ  საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჰესის მშენებელ კომპანიებთან გაფორმებული ყველა მემორანდუმი გაუქმდეს.

მიმართვას ხელი  5 ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე მოაწერა. ხელმოწერების შეგროვება ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს და დღეს დასრულდება.

დღესვე, 15 საათზე,  მოქალაქეების ხელმოწერილი მიმართვა, მთავრობის ადმინისტრაციაში ფოსტით გაიგზავნება. მიმართვას ხელი მოაწერეს ბათუმელებმა, მათ შორის ისტორიკოსებმა, ეკოლოგება და საინიციატივო ჯგუფის “დაიცავი ბათუმის” წევრებმაც. 

აქციის ფარგლებში კოლონადებთან ფოლკლორული და ქორეოგრაფიული კონცერტი მიმდინარეობს. ასევე, ცენტრალურ პარკში შეკრებილებს გაუმასპინძლდებიან ხეობაში დაწურული ღვინით. ხეობის მცხოვრებელები ამბობენ, რომ  საზოგადოებას და ხელისუფლებას  ამ ფორმით უმტკიცებენ, რომ მაჭახელას მომავალი ტურიზმის განვითარებაა და არა ჰესების მშენებლობა.

მოძრაობა „სიტყვის კაცების“ წევრები  და ადგილობრივი მოსახლეობა,  მაჭახლის ხეობაში ჰესების მშენებლობას რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ.


განახლება: 18:00 საათის საინფორმაციო გამოშვება - სიუჟეტი ⤵

მაჭახლის ხეობის მოსახლეობა პრემიერის სახელზე მომზადებულ მიმართვას მამუკა ბახტაძეს ფოსტით ორშაბათს გადაუგზავნის. მანამდე კი ხეობის მცხოვრებლებმა ჰესის მშენებლობა კიდევ ერთხელ, ამჯერად, ბათუმის ცენტრალურ პარკში გააპროტესტეს და 7 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს.

აქციის მონაწილეები მამუკა ბახტაძეს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ყველა მემორანდუმის გაუქმებას სთხოვენ. მაჭახელაში მცხოვრებლები ჰესების აშენებით გამოწვეულ რისკებზე საუბრობენ. მათ სურთ ხეობაში ტურიზმის სფერო განვითარდეს, რადგან ამბობენ,რომ ამ კუთხით დიდი პერსპექტივა არსებობს და ხელისუფლებას ურჩევენ ამ სფეროს განვითარებაზე იზრუნონ.  

დღევანდელი საპროტესტო აქცია ბათუმში, კულტურული სანახაობების ფონზე მიმდინარეობდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი